საფრანგეთის პრეზიდენტმა,
ემანუელ მაკრონმა
საქართველოში საგანგებო
და სრულუფლებიან ელჩად
ოლივიე კურტო
დანიშნა.შესაბამისი
განკარგულება საფრანგეთის
რესპუბლიკის ოფიციალურ
ჟურნალშია გამოქვეყნებული
და ის 7 აგვისტოთი
თარიღდება.განკარგულების
თანახმად, ოლივიე კურტო
აქამდე უფროსი
ადმინისტრატორის პოზიციას
იკავებდა.ფრანგული მედიის
ცნობით, ის ასევე მუშაობდა
ლისაბონში საფრანგეთის
საელჩოს პირველ მდივნად.
2005-2009 წლებში იყო თავდაცვის
სამინისტროში ევროპის
საკითხებში მრჩეველი,
ასევე საგარეო
უსაფრთხოების გენერალური
დირექტორის შტაბის
უფროსი.ოლივიე კურტო
შეცვლის შერაზ გასრის,
რომელსაც საქართველოში
საფრანგეთის ელჩად
მუშაობის ვადა ამოეწურა.