ჩემპიონებს ძლიერი დედები
ჰყავთ. "პრაქტიკამ" აჩვენა.
UFC-ის პირველი ქართველი
ჩემპიონის - ილია თოფურიას
უკანაც ომგამოვლილი დედა
დგას. აფხაზეთის ომში
დაღუპული ქმარი და ძმა
დაკრძალა და მშობლიური
მიწის დატოვება იძულებით
რომ მოუხდა, ჭუბერის
უღელტეხილს, ორი შვილით,
პოლიეთილენის
პარკებშემოხვეული
შეუდგა..."დედა და ილია" - ასე
ჰქვია გიორგი კეკელიძის
წიგნს, სადაც სპორტსმენის
დედის ბიოგრაფიაა
მოთხრობილი. წიგნი 13
ოქტომბრიდან
გაიყიდება. ინგა
ბენდელიანი-თოფურია კი
"პრაიმტაიმთან" ჩემპიონ
ვაჟს ახასიათებს და
შვილებთან თავის
ურთიერთობაზე ჰყვება. ინგა
ბენდელიანი-თოფურია: ჩვენ 18
წელია ალიკანტეში
ვცხოვრობთ. ალიკანტე
პატარა სოხუმია. ზღვისპირა
ლამაზი ქალაქია. ილია,
ჩემპიონობის შემდეგ,
მადრიდში გადავიდა. რეალ
მადრიდის სპორტსმენების
რაიონში ცხოვრობს. დაცვის
კუთხით, იქ უფრო
მშვიდადაა.ილია რომ
დაიბადა, 26 წლის ვიყავი.
დავახასიათო? პირველი, რაც
ამ დროს უნდა ვთქვა ილიაზე
არის მისი სენტიმენტალობა.
გერმანიიდან რომ
დავბრუნდით, ჩემი მშობლები
იქ დარჩნენ. პირველი ახალი
წელი იყო ბებია-ბაბუის
გარეშე. ახალი წლის
დადგომისას, 12 საათზე,
ტრადიცია გვაქვს -
"მრავალჟამიერს" ვრთავთ და
ვუსმენთ. და ილიამ ეს რომ
გაიგონა და ბებია-ბაბუა
გვერდით არ ჰყავდა, იჯდა და
ტიროდა...ილია ორივე
მშობელს ჰგავს. მამამისი,
ზაზა აფხაზეთის ომში
ნაბრძოლი მეომარი კაცია,
სამხედრო გზა გაიარა.
ძლიერია და ეს სიძლიერე,
ილიას, მისგანაც აქვს,
თუმცა მეტწილად მე მგავს.
მე ბევრად უფრო ოპტიმისტი
ვარ.მენტალურად ძლიერია,
მაგრამ სენტიმენტები
ეძალება როცა ვიღაც
ენატრება, როცა ნახავს, რომ
ვინმეს უჭირს. ამბობს, ჩემი
ისტორიით მინდა ბევრს
მოტივაცია მივცეო. ძალიან
სამართლიანი,
კეთილსინდისიერი და
საოცრად მშრომელი
ადამიანია. მე ახლა მას
ვახასიათებ, როგორც
დამკვირვებელი, რომელიც
წლებია მოჰყვება და არა,
როგორც დედა. მე რომ ჩემში
დედას არ ვბლოკავდე, მე მის
ბრძოლებს ვერ
ვუყურებდი.მშობელმა შვილს
მადლობა სულ არ უნდა
ახდევინოს. თავადაც უნდა
ისწავლოს მადლობის
გადახდა შვილისთვის.
მადლობა ილიას
კეთილსინდისიერებას, მან
გზა ისე გააგრძელა, როგორც
ჩავიფიქრეთ და დღეს ისეთ
მოცემულობაშია, შემიძლია
როგორც მისმა
გულშემატკივარმა, ტაში
დავუკრა. ბრავო! შემიძლია
მადლობა უსაზღვროდ ვუხადო
ოთხივე შვილს და ილიას მით
უფრო. ის ჩემპიონია.ოთხივე
შვილს შთავაგონებდით, "შენ
შეგიძლია, გამოგივა,
შეძლებ". თითქოს ბანალურია,
მაგრამ შვილს უნდა უთხრა,
რომ შეუძლია. ცუდ ნიშანზე
არ უნდა ლანძღო. ეს ძალიან
მოქმედებს ბავშვზე,
მოზარდზე. თუმცა ყოველთვის
ყველაფერს, შვილებს ვერც მე
ვუწონებ.ილია 28 წლისაა,
მაგრამ ჩემთვის მაინც ის
პიპოა, როგორც
პატარაობიდან ვეძახით
დღემდე. ის პატარა
პიპოა...პირად კონტროლზე
მყავს და რჩევებს მუდმივად
ვაძლევ, რადგან არ მინდა
საზოგადოების თვალში
შეიცვალოს და ვეუბნები,
შინაგანად ყოველთვის იმ
დევნილი ქალის შვილი იყავი,
რომელმაც ჭუბერზე
საშინელი დღეები
ფეხშიშველმა და მშიერმა
გადმოიარა-მეთქი. არ
დაგავიწყდეს, რომ დედაშენი
დევნილია და საკუთარ
ქვეყანაში დევნილის
სტატუსი აქვს-მეთქი.ვთხოვ,
არასოდეს დაივიწყო საიდან
მოდიხარ და არასოდეს თქვა,
რომ ღარიბი ქვეყნიდან
ხარ-მეთქი. ის სიღარიბე, რაც
მის ბავშვობაში იყო,
რუსეთის წყალობით გვჭირდა
და არა იმიტომ, რომ
გაჭირვებული ქვეყანაა და
ზარმაცი ერი ვართ. არა!
ვეუბნები, თუკი რაიმე
დაგაკლდა საქართველოში,
იცოდე, რომ რუსების
წყალობით
დაგაკლდა-მეთქი.ყველაზე
მშრომელი და ღირსეული
დედები ქართველებს
ჰყავთ.ამაყი? ამაყი იმით
ვარ, რომ ჩემი შვილი კარგი
მაგალითია მომავალი
თაობისთვის. თავაწეული
დავდივარ და სულ თავს
ავწევ. ჩვენი ბიოგრაფიით
ბევრ დედას შეიძლება იმედი
გაუჩნდეს და ეს
მახარებს.ასევე
დაგაინტერესებთ: "წელიწადი
და ათი თვე გავიდა. მეხუთე
ოპერაციისთვის
მივემგზავრები. ვუძლებ..." -
გია ბურჯანაძის ინტერვიუ
თვითმფრინავიდან"მშვიდად
ვუყურებ, ვიცი, რომ
პროექტის დაწყება, მისი
ხელდასხმით მოხდა“-
ქართველი რეჟისორი მამა
გაბრიელზე მხატვრულ ფილმს
იღებს"დედამისმა
გამოქვაბულში, მარტომ
იმშობიარა. მერე მწყემსიც
გამოჩენილა. ასეთი
ბიბლიური დაბადება
იშვიათია..." - გოდერძი
ჩოხელს მეგობრები
იხსენებენ