“ჩემი შვილის მიმართ, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე…” - ხათუნა ჟორდანია მიმართვას ავრცელებს

Primetime.ge 4 საათი წინ 3
“ჩემი შვილის მიმართ, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე…” - ხათუნა ჟორდანია მიმართვას ავრცელებს
ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: "არ მინდოდა არანაირი სტატუსის დაწერა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რატომ? მოვერიდე ბულინგს, ავირიდე შეურაცხყოფების კასკადი, რომლითაც ასე “გვანებივრებს” საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ხოდა, მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილ-ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!!!   თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა ჩემი შვილი და ოჯახი, ჩართული იყო, აწ უკვე თქვენი საყვარელი ლიდერის და ერთადერთი იმედის- სალომე ზურბიშვილის არჩევნებში. დიახაც, ჩემი შვილის მიმართ, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე!!!! დიახ, ჩემმა ფსიქიკამ და ორგანიზზმა, ვერ გაუძლო, მაშინდელ თქვენს თავდასხმებს.გადავრჩი  ღმერთის, ჩემი შვილის, ოჯახის, უამრავი მეგობრის და მათ შორის-ბიძინა ივანიშვილის წყალობით. მისი  მადლიერი ვიქნებით მე და ჩემი ოჯახი,  სიცოცხლის ბოლო წუთამდე!!!!რაც შეეხება გამოგონილ ნინის სტატუსს, რომელსაც დააფრიალებთ, კედლიდან კედელზე. დიახ, ნინი იღებს მონაწილეობას, ბევრ სხვა მომღერალთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც იმართება რეგიონებში და ბევრ სიყვარულს ჩუქნის, განსაკუთრებით ბავშვებს, ვისაც გულით უხარია ახალი წელი. ხელები შორს, ჩემი შვილისგან!!!! განსაკუთრებით- დედაკაცებო, ეკლესიის ფონზე, შვილიშვილებთან ერთად ფოტოებით!!!! თქვენი ბოღმა, ბოროტება, თქვენს ოჯახში დაიტოვეთ!!!  და ბოლოს!!!!!ამ დედამიწაზე, ყველაზე კარგი შვილი მყავს, სიკეთით, სიყვარულით სავსე!ნინი ქარსელაძე- მიყვარხარ და სიცოცლის უკანასკნელ წუთამდე, ღმერთს მადლობას შევწირავ, რომ შენი თავი გამომიგზავნა!!!!ვამაყობ შენით",-წერს ხათუნა.  
სრულად წაიკითხეთ სტატია