"ამერიკის შეერთებული
შტატების საელჩო
მწუხარებას გამოთქვამს 21
დეკემბერს
მეხანძრე-მაშველის,
სამოქალაქო უსაფრთხოების
ლეიტენანტ გიორგი
ლელაშვილის გარდაცვალების
გამო", - განცხადება
ამერიკის საელჩოს
"ფეისბუქის" ოფიციალურ
ვებგვერდზე
გამოქვეყნდა."გულითადად
ვუსამძიმრებთ ლეიტენანტ
ლელაშვილის ოჯახსა და
მეგობრებს", - ნათქვამია
ტექსტში.სამძიმრის წერილს
აქვეყნებს თურქეთის
საელჩოც."მწუხარებით
შევიტყვეთ, რომ
სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას
დაიღუპა მეხანძრე-მაშველი,
ბატონი გიორგი ლელაშვილი.
სამძიმარს ვუცხადებთ
დაღუპულის ოჯახს, შინაგან
საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურსა და
ჩვენს ქართველ მეგობრებს.
მშვიდად განისვენოს გმირი
გიორგი ლელაშვილის სულმა", -
წერია თურქეთის საელჩოს
განცხადებაში, რომელიც
იქსზე გამოქვეყნდა.