“თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, [უძრავი ქონების ბაზარზე] ფასები გაიზრდება” – სააგენტო “ბინერი”

News.ge 1 კვირა წინ 11
“თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, [უძრავი ქონების ბაზარზე] ფასები გაიზრდება” – სააგენტო “ბინერი”

უძრავი ქონების სააგენტო “ბინერის” დამფუძნებლის, ლევან ფაილოძის განცხადებით, თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატების ტენდენცია გაიზრდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ფასები მეტწილად მოთხოვნაზეა დამოკიდებული. მოთხოვნა კი უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან დიდია.
“12 წელია უძრავი ქონების სააგენტო გვაქვს. ფასების დინამიკაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის რეგიონში არსებული მდგომარეობაც. ჩვენი გათვლებით, თუ ქვეყანაში არაფერი შეიცვალა, ფასების მატების ტენდენცია გაიზრდება. მით უმეტეს, ფასები მიწის ნაკვეთებზე რადიკალურად იზრდება. თუმცა მაინც, ფასების მატება მოთხოვნაზეა დამოკიდებული, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ძალიან გაზრდილია.
რაც შეეხება ზოგადად ტენდენციას, მაგალითად, ერთ-ერთი სახლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ სოფელ დიღომში გადავიღეთ, $350 000 ღირდა. დღეს, ზუსტად ანალოგიური ტიპის სახლი $550 000-ად გავყიდეთ, რაც ორ წელიწად-ნახევარში 250 000-დოლარიანი ფასნამატია“, – აცხადებს ფაილოძე.

სრულად წაიკითხეთ სტატია