ეზოთერიკოსი, გოგა მანია,
ახალი წლის დღესასწაულზე
გვესაუბრება და გვიხსნის,
თუ რა არის, ახალ წელს
ბედნიერების მოსაპოვებლად
საჭირო. მისი თქმით, წელს
ხის მწვანე გველის წელი
მოდის და მას სუფრაზე ბევრი
ხორცი არ უნდა დახვდეს.
აუცილებელია, ყველაფერი
იყოს უფრო ცოცხალი და
მწვანე.„წელს ხორცის
ნაწარმი არ უნდა იყოს
სუფრაზე, შეეცადეთ
მარტივად მოსამზადებელი
კერძებით გააფორმოთ
სუფრა. ადამიანების
უმეტესობას, სახლში
ხელოვნური ნაძვის ხე აქვს,
ამიტომ აუცილებელია,
ბუნებრივი ელფერის
მისაცემად, ცოცხალი ნაძვის
ტოტი მოათავსოთ ხელოვნურ
ნაძვის ხეში. ვისაც შვილი
უნდა, რწმენით და იმედით,
ბავშვის საწოვარა შეფუთონ
წითელი ნაჭრით და
ჩამოკიდონ ნაძვის
ხეზე. ფინანსური
კეთილდღეობის მოსაზიდად -
მონეტა ჩადეთ ბრინჯში, ესეც
შეფუთეთ და დაკიდეთ. ვისაც
გათხოვება უნდა - აიღეთ
ბეჭედი და დაკიდეთ იქამდე,
სანამ ნაძვის ხე სახლს
ამშვენებს“,- ამბობს
„პრაიმტაიმთან“ გოგა
მანია.