„ედისონ რისერჩმა“ რომ გამოაცხადა შედეგები, არც ფარულობა გახსენებია ვინმეს, ზეიმობდნენ, ზოგი მინისტრის კოსტიუმებსაც ირგებდა

News.ge 1 თვე წინ 11
„ედისონ რისერჩმა“ რომ გამოაცხადა შედეგები, არც ფარულობა გახსენებია ვინმეს, ზეიმობდნენ, ზოგი მინისტრის კოსტიუმებსაც ირგებდა

„ედისონ რისერჩმა“ რომ გამოაცხადა შედეგები, არც ფარულობა გახსენებია ვინმეს, ზეიმობდნენ, ზოგი მინისტრის კოსტიუმებსაც ირგებდა, – განაცხადა დეპუტატმა კახა კახიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ითხოვს ოპოზიცია უცხოელი მხარდამჭერებისგან და რას იღებს რეალურად.
„როდესაც მათმა [ოპოზიციის] კომპანია „ედისონ რისერჩმა“ გამოაცხადა შედეგები, დაწყებული საქართველოს ე.წ. პრეზიდენტისგან, დასრულებული ბოლო აქტივისტამდე, ყველა ამ კვლევის შედეგებს დებდა და იძახდა მოვიგეთ, მოვიგეთო. რამხელა ეიფორია იყო მაშინ. არც ფარულობა გახსენებია ვინმეს, ზეიმობდნენ, ზოგი მინისტრის კოსტიუმებსაც ირგებდა. ეს იმ „ედისონ რისერჩით“, რომლის მიხედვითაც, დღეს ა პრეზიდენტი და პრეზიდენტი არ არის, რადგან ვაშაძემ მოიგო ის [საპრეზიდენტო] .
შეიძლება „ქართულ ოცნებაზე“ ნაწყენი იყოს ადამიანი, მაგრამ როდესაც ნახა რომ ასეთი პოლარიზაცია იყო, შეიძლება ასეთი ადამიანიც კი გავიდა და ნახეთ, უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირეს ხმა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს, რომ ნახეს, რომ ხალხი არ აჰყვა, იფიქრეს, იქნებ ვიზალიბერალიზაცია შევაჩერებინოთ და ეს ნეიტრალური ადამიანებიც, რომლებიც ქუჩაში არ გამოდიან და მხარს არ გვიჭერენ, გაბრაზდნენ, გამოვიდნენ და ეს ხალხი გამოვიყენოთო“, – აღნიშნა კახიშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია