„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს

Primetime.ge 2 კვირის წინ 13
„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ემშვიდობება.„არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა.ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე. იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია“, - წერს მამარდაშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია