17 წელი შინდისის ბრძოლიდან -
დღეს დილიდან, დაღუპულ
გმირთა მემორიალთან
ოჯახის წევრები და
მოქალაქეები იკრიბებიან.
ისინი პატივს მიაგებენ
შინდისში 2008 წელს დაღუპული
გმირების ხსოვნას.
მემორიალთან დაღუპულთა
სულების მოსახსენიებელ
პარაკლისსაც გადაიხდიან.2008
წლის 11 აგვისტოს შინდისის
ბრძოლას მეორე ქვეითი
ბრიგადის საინჟინრო
ასეულის 17 სამხედრო
მოსამსახურე შეეწირა.
ისინი ოკუპანტებს
წინააღმდეგობას საათზე
მეტხანს უწევდნენ.