„დასავლეთი მოქმედებს და მოქმედებს მწვავედ“ - გრიგოლ გეგელია დაწესებულ სანქციებზე

Primetime.ge 2 დღის წინ 2
„დასავლეთი მოქმედებს და მოქმედებს მწვავედ“ - გრიგოლ გეგელია დაწესებულ სანქციებზე
"მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი", - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი წევრი, გრიგოლ გეგელია საქართველოს თანამდებობის პირებისთვის დაწესებულ სანქციებს.მისივე თქმით, დასავლეთი "მწვავედ" მოქმედებს."დასავლეთი მოქმედებს და მოქმედებს მწვავედ. გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა კონკრეტული პირებისთვის, უკვე აგრეთვე დაწესებულია ფინანსური და ეკონომიკური სანქციები. გარდა მაგნიტსკის სანქციებისა, აშშ-მა ასევე დააწესა დამატებითი სავიზო სანქციები სხვადასხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მმართველებისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ სანქციები უწესდება ორ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციონერებისა და მომიტინგეების დარბევაში.ტექსტში ნათქვამია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა საპროტესტო აქციებს არაპროპორციული ძალადობით უპასუხა. სახაზინო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი დიდ ბრიტანეთთან იყო კოორდინირებული, რომელმაც ასევე შემოიღო სანქციები ვახტანგ გომელაურისა და უწყების კიდევ ოთხი ოფიციალური პირის წინააღმდეგ.
სრულად წაიკითხეთ სტატია