“გაუღე კარი აღმწერს!” – საქსტატმა აღწერა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

News.ge 2 დღის წინ 1
“გაუღე კარი აღმწერს!” – საქსტატმა აღწერა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა კარდაკარის პრინციპით 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. გარდა ამისა, სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, აღმწერებს კარგი გაუღონ.
როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე თქვა, პროცესს აფერხებდა ისიც, რომ მოქალაქეთა ნაწილი აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს კარს არ უღებდა. თორაძის განცხადებას BM.GE ავრცელებს.
როგორც თორაძე ამბობს, დღეის მდგომარეობით აღწერის ფარგლებში 3 მილიონზე მეტი მოქალაქე გამოიკითხა.
“აღსანიშნავია, რომ აღწერის მიმდინარეობისას მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გარემოების გამო, კარს არ უღებდა მასთან სახლში აღწერაზე მისულ საქსტატის წარმომადგენელს (აღმწერს), რაც გარკვეულწილად აფერხებდა პროცესს. მონაცემთა შეგროვების პროცესი შეაფერხა ასევე გასული დღეების განმავლობაში რამდენიმე რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა და რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა.
აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა თხოვნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეიდან, 20 დეკემბრიდან კვლავ გავხსნათ აღწერის თვითრეგისტრაციის პორტალი, რომლის მეშვეობითაც აღწერის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, სახლში ინტერვიუერის ვიზიტის გარეშე შეავსონ ელექტრონული კითხვარი”, – თქვა თორაძემ.
საქსტატის ინფორმაციით, სამსახურის მიერ გადამზადებული აღმწერები ელექტრონული პლანშეტებისა და სპეციალურად მომზადებული კითხვარის მეშვეობით, კარდაკარ გამოჰკითხავენ მოსახლეობას:
“აღმწერი აღჭურვილია საქსტატის ლოგოიანი ქუდით, ჩანთითა და ბეიჯით, ატარებს პლანშეტურ კომპიუტერს. გაუღე კარი აღმწერს!”.

სრულად წაიკითხეთ სტატია