არანაირი "რუსეთი ომს
აწარმოებს" არ ამართლებს
ქსენოფობიას. ბევრ
ქვეყანას უწარმოებია ომი
და ბევრი დღესაც აწარმოებს,
სადაც ადამიანები
კვდებიან, მაგრამ ეს არავის
აძლევს იმის უფლებას,
ეროვნებები გამოარჩიოს და
ისინი ზიზღის ობიექტად
აქციოს, - წერს პარლამენტის
თავმჯდომარე სოციალურ
ქსელში.შალვა პაპუაშვილის
განცხადებით, ქსენოფობიის
მიზანი ზიზღის გაღვივება
და ძალადობის წაქეზებაა."რა
თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა
და, რა თქმა უნდა, ეს
ევროკავშირის საელჩოს
მიერ დაფინანსებული და
წახალისებული
ქსენოფობიაა.არანაირი
"რუსეთი ომს აწარმოებს" არ
ამართლებს ქსენოფობიას.
ბევრ ქვეყანას უწარმოებია
ომი და ბევრი დღესაც
აწარმოებს, სადაც
ადამიანები კვდებიან,
მაგრამ ეს არავის აძლევს
იმის უფლებას, ეროვნებები
გამოარჩიოს და ისინი
ზიზღის ობიექტად აქციოს.ეს
არის, მინიმუმ, ჩვენი,
ქართული მსოფლმხედველობა.
ზოგადევროპულიც, წესით, ეს
უნდა იყოს, ბოლო 80 წელი
მაინც. სხვა შემთხვევაში,
რაც ჩვენ ომები
გადაგვიტანია, რამდენსაც
ჩვენი ჭირი ნდომებია,
ზიზღით და ბოღმით სავსე ერი
უნდა ვყოფილიყავით. ასეთი
ერი კი ათასწლეულებს ვერ
გაუძლებდა.ამიტომ არიან ეს
ენჯეოები ქართულ
საზოგადოებას აცდენილი.
ამიტომ არის ის ზიზღი,
სიძულვილი, შუღლი და
მტრობა, რომლითაც ისინი,
დღეს, ქუჩებში დაიარებიან,
ასე უცხო და მიუღებელი
ჩვენი
საზოგადოებისთვის.ქსენოფობიის
მიზანი ზიზღის გაღვივება
და ძალადობის წაქეზებაა.
ყველას გვახსოვს, იმავე
ენჯეოების ქსენოფობიური
კამპანია 2022 წელს. მაშინ,
საქმე იქამდე მივიდა, რომ
ვიღაცამ, ჭავჭავაძის
გამზირზე, სლავური
გარეგნობის ქალს, რომელიც
შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები
საქართველოში ცხოვრობდა,
ქვა ესროლა.რა თქმა უნდა, ამ
პროევროპული ქსენოფობიის
ახალი ტალღის მიზანიც
ზიზღის გაღვივება და
ძალადობის წაქეზებაა. და,
რა თქმა უნდა, ევროკავშირის
საელჩო მისი
დაფინანსებულების
ქსენოფობიას არც დაგმობს
და არც გაემიჯნება, ხოლო
ბრიუსელის პრეს-სპიკერი
იტყვის, რომ ეროვნების გამო
ვინმესთვის "ღორის" წოდების
ქსენოფობიად მოხსენიება
დეზინფორმაციაა. რა
დაუშლის?", - წერს შალვა
პაპუაშვილი.