“ბორჯღალოსნები” | მეექვსედ იტალიასთან

News.ge 1 თვე წინ 22
“ბორჯღალოსნები” | მეექვსედ იტალიასთან

2024 წლის შემოდგომის ერთა სერიების ფარგლებში, “ბორჯღალოსნები” 17 ნოემბერს იტალიას გენუაში ერკინებიან.
ნოემბრის სანაკრებო ფანჯარაში ეს ორივე გუნდისათვის მეორე თამაშია. გასულ კვირას “ბორჯღალოსნები” საფრანგეთში, მონპელიეში “ოლ ბლექს XV”-ს ეთამაშნენ (13:31), ხოლო იტალიელებმა უდინეში არგენტინას უმასპინძლეს და 18:50 დამარცხდნენ.
“ბორჯღალოსნებისა” და იტალიის შეხვედრა “ლუიჯი ფერარიზე” ჩვენი დროით 17:40 საათზე დაიწყება. “ლუიჯი ფერარი” 1911 წელს გაიხსნა და ის 33 205 მაყურებელს იტევს.
აქამდე საქართველოს იტალიის წინააღმდეგ 5-ჯერ უთამაშია, საიდანაც მეტოქემ პირველი ოთხი მოიგო. პირველად “აძურას” 1998 წელს ლაკვილაში ვეწვიეთ და მასპინძლებმა მსოფლიო
თასის შესარჩევ მატჩში 31:14 გაიმარჯვეს. 2000 წელს იტალიასთან ტესტ-მატჩი ლივორნოში გავმართეთ (51:7), ხოლო 2003 წლის მსოფლიო თასამდე მას ასტიში ვეთამაშეთ (31:22).
ამის შემდეგ იტალიელებთან ტესტს 15 წლის განმავლობაში ველოდით და მას მეოთხედ 2018 წელს ფლორენციაში შევხვდით – გამარჯვება ამჯერადაც მასპინძლებს დარჩა ანგარიშით 28:17.
2022 წელს “აძურა” პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ბათუმში “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს 3 ლელო გაუტანეს, თავად მხოლოდ ერთი გაუშვეს და 28:19 გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი გამარჯვება არა მხოლოდ იტალიასთან, არამედ ზოგადად ტიერ1-ის გუნდთან.
მთლიანობაში, საქართველომ იტალიას ამ 5 თამი გაუტანა 8 ლელო და 88 ქულა, თავად კი 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.
Rugby.ge
55-12 იტალია იგებს ,იმიტომ რომ ევროპელები უფრო მაღლები , ძლიერები და ჭკვიანია ვიდრე აზიელები ! ევროპამ კედელი უნდა ააშენოს საქართველოსთან როგორც ამერიკამ მექსიკასთან !

სრულად წაიკითხეთ სტატია