
UFC-ის მებრძოლი არმან ცარუკიანი ქართველი ილია თოფურიას გამოწვევას აგრძელებს და მან დღეს სოციალურ ქსელ X-ზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა.
მოგეხსენებათ, სომეხ მებრძოლს, რომელიც ოქტაგონზე ბოლოს 476 დღის წინ გავიდა, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ბრძოლა სურს და ქართველის გამოწვევას მრავალი ხერხით ცდილობს. თოფურიას თქმით, ის ცარუკიანისთვის შანსის მიცემას ჯერჯერობით არ აპირებს.
“ისლამ მახჩაევს შესანიშნავი ციტატა აქვს, რომელიც მან UFC-ის სავარჯიშო ცენტრში თქვა – ის მზადაა ნებისმიერთან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას იბრძოლოს. დანა, (UFC-ის პრეზიდენტი) იქნებ ახლა დროა, ეს ფრაზა თოფურიას აბაზანაში ჩამოკიდოთ, რათა შეახსენოთ, რომ შარდვის დროს უნიტაზზე არ დაჯდეს. მადლობა, უფროსო”, – დაწერა ცარუკიანმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
“დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება” – დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
“ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის” – ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
“დიდების დარბაზის წევრი აუცილებლად გახდება” – დუ პლესმა თოფურიაზე ისაუბრა
“ხაბიბი ჩემთვის სამაგალითოა, თანაც ისევე როგორც მე, ისიც რუსეთიდან არის” – ცარუკიანი ნურმაგომედოვზე
“ეს ჩემი მიზანია” – თოფურია MMA-დან კრივში გადაინაცვლებს?
“ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა” – UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა
“ქამარი ყველა ვარიანტში ჩემია” – ცარუკიანი თოფურიას პასუხობს
“თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან”- არმან ცარუკიანი
[VIDEO] ეს უკვე მეტისმეტია – ცარუკიანმა თოფურიას დასცინა
“მინდა თოფურიაზე შური ვიძიო” – მაქს ჰოლოუეი