აშშ-ის მმართველი ძალების მიერ სრულად კონტროლირებადი ევრობიუროკრატია, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობას მთავარ პირობად აყენებს - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

Primetime.ge 2 თვის წინ 43
აშშ-ის მმართველი ძალების მიერ სრულად კონტროლირებადი ევრობიუროკრატია, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობას მთავარ პირობად აყენებს - „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ შექმნის დღიდან ემსახურება საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა წინაპირობებს უყენებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის. ესენია: ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ; ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე; მიგრანტების უკონტროლო მიღება, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ-ის მმართველი ძალების მიერ სრულად კონტროლირებადი ევრობიუროკრატია, ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობას მთავარ პირობად აყენებს.„27 სექტემბერს ბერლინში გამართულ ქვიარ-კონფერენციაზე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისგან აშორებს. მსგავსი შინაარსის შეფასება ევროპის ქვეყნების ლიდერების თუ ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირებისგან პირველი არ არის. საზოგადოებამ იხილა აგრესიულ ტონში გაკეთებული არადიპლომატიური განცხადებები. ევროკომისიის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერი, პიტერ სტანო დაგვემუქრა და მანვე გაგვაფრთხილა კიდეც, რომ (ციტატა): „ევროკავშირმა მოინელა ბევრი ტრადიცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ახასიათებდა. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ თქვენც უნდა დაემორჩილოთ კლუბის სტანდარტებსა და პრინციპებს“. პიტერ სტანომ იქვე განმარტა, რას გულისხმობს მის მიერ აღნიშნული სტანდარტები და პრინციპები: თუ ჩვენ გვსურს ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურება, უარი უნდა ვთქვათ ტრადიციულ ღირებულებებზე, აგრესიული პროპაგანდისგან ჩვენი შვილების დაცვაზე, ოჯახის პატივისცემაზე, და უნდა გავაუქმოთ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მხოლოდ პროპაგანდის შეზღუდვას ითვალისწინებს და არანაირად არ ეხება ადამიანის უფლებებს, რომელი უმცირესობის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის“, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია