გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ქართული კულტურა იარაღი. ეს არის დაუშვებელი, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას დაანგრევს -მიშო ჯავახიშვილი

Primetime.ge 12 საათი წინ 7
გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ქართული კულტურა იარაღი. ეს არის დაუშვებელი, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას დაანგრევს -მიშო ჯავახიშვილი
ეს არის დაუშვებელი, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას დაანგრევს, - განაცხადა ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა კონკრეტული ჯგუფების მიერ კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა ბულინგის მცდელობისა და მოღალატეებად შერაცხვის შეფასებისას.„გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება ქართული კულტურა იარაღი, რომ ებრძოლონ და შეარყიონ ის წრეები, რომლებიც სცენაზე დგანან, მღერიან, ბავშვებთან ერთად დგანან. ქართული კულტურა არის იარაღი იმისთვის, რომ ჩვენი სახე წარმოვადგინოთ მთელ მსოფლიოში სიმღერით, ცეკვით, თეატრით, ზეპირსიტყვიერებით, კლასიკური მუსიკით, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ დღეს ვცდილობთ, რომ ერთმანეთს ვეომოთ ამ ყველაფრით. ეს არის დაუშვებელი, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას დაანგრევს. ეს ჯანსაღ პროცესში ჩვენ ვერ გადაგვიყვანს და კონკრეტული ადამიანებისთვის კი არა, ქვეყნისთვის არის საზიანო”, - განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია