დიდუბის გამგეობაში 2024 წლის
შემაჯამებელი ანგარიშის
პრეზენტაცია
გაიმართა.რაიონის
გამგებელმა საზოგადოებას
გამგეობის საქმიანობის
ერთ წლიანი ანგარიში
წარუდგინა.ლადო ძნელაძემ
ყურადღება მნიშვნელოვან
პროექტებზე გაამახვილა და
სამომავლო გეგმებზეც
ისაუბრა.მისი თქმით, 2024 წლის
განმავლობაში დიდუბის
რაიონის გამგეობამ
უამრავი მნიშვნელოვანი
ინფრასტრუქტურული თუ
სოციალური პროექტი
განახორციელა.„საგზაო
ინფრასტრუქტურა 42 822 კვ.მ
ფართობზე მოეწყო, ასფალტის
საფარიში და კვარტალურ
გზებსა და ეზოებში 78
მისამართზე მოწესრიგდა.
სანიაღვრე ქსელი 8
მისამართზე მოეწყო. სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28
მოსასვენებელ სივრცეს,
მცირე სარემონტო
სამუშაოები 64 სკვერში
განხორციელდა. ამასთან,
აგლაძის ქუჩის N38-ში, 5000 კვ.მ
ფართობზე მულტიფუნქციური
მოსასვენებელი სივრცე
გაკეთდა. მოსახლეობის
მოთხოვნით, 93 უსახური
ავტოფარეხის დემონტაჟი
განხორციელდა, რის
ნაცვლადაც მოსასვენებელი
სივრცეები და სპორტული
მოედნები მოეწყო.ასევე,
გამწვანების
მიმართულებითაც
მნიშვნელოვანი
ღონისძიებები
განვახორციელეთ. რაიონის
მასშტაბით, დაირგო 3980 ძირი
ფოთლოვანი და წიწვოვანი
ხე-მცენარე. რეაბილიტაცია
ჩაუტარდა 18 დაზიანებულ
სპორტულ მოედანს.
სამტრედიის ქუჩის N2ა-ში
ხანძრის შედეგად
დაზიანებული საცხოვრებელი
კორპუსის
გამაგრება-გაძლიერების
პროექტის მიმდინარეობს,
რომელიც დასკვნით ეტაპზეა
და უახლოეს პერიოდში
დასრულდება“, - აღნიშნა
რაიონის
გამგებელმა.მისივე
ინფორმაციით,
,,ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების
განვითარების
ხელშეწყობის“ პროგრამის
ფარგლებში, მიმდინარე წელს
149 სხვადასხვა
ინფრასტრუქტურული პროექტი
შესრულდა. მათშორის,
განახლდა 50 ამორტიზებული
ლიფტი, 25-ზე კი რეაბილიტაცია
მიმდინარეობს. შეიცვალა 32
კორპუსის სახურავი და
წყალსაწრეტიმილები. 24
მისამართზე მიწის ქვეშა
კომუნიკაციები შეიცვალა,
მოწესრიგდა წყლისა და
წყალარინების ქსელი. 5
მისამართზე ავარიული
შენობის გამაგრების
პროექტი განხორციელდა, 24
მისამართზე კი
სადარბაზოებში სხვადასხვა
სახის სამუშაო
დასრულდა.გარდა
ინფრასტრუქტურული
პროექტებისა, გამგეობამ
მოსახლეობას სხვადასხვა
სახის მნიშვნელოვანი
სოციალური დახმარება
გაუწია. ჯანდაცვისა და
სოციალური დახმარებების
პროგრამის ფარგლებში,
ჯამში, 14 610 განცხადება
დაკმაყოფილდა.ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართულობით,
ასევე მოეწყო 9 კულტურული
და სპორტული ღონისძიება.
მიმდინარე წლის
განმავლობაში გამგეობის
მიერ განხორციელებული
საბიუჯეტო პროგრამებისა
და პროექტებისთვის ჯამში, 24
142 650 ლარი
დაიხარჯა.ღონისძიებას
პარლამენტის წევრი ირმა
ზავრადაშვილი, საკრებულოს
დიდუბის მაჟორიტარი
დეპუტატი გივი
ჩხარტიშვილი, საკრებულოს
წევრი ლადო ბოჟაძე და
ადგილობრივი მოსახლეობა
დაესწრო.