„აუთლეტ ვილიჯი“ 2025 წლის მარტში გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველი პარტნიორი გუგა ცანავა წერს და „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის ვიდეოს ავრცელებს.
2 წლის წინ „კომერსანტთან“„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველი პარტნიორი საუბრობდა, რომ ვილიჯი 10 ჰექტარ ტერიტორიაზე იქნებოდა გაშენებული და 2000 -მდე ადამიანს დაასაქმებდა.
ცანავა ასევე აწარმოებდა მოლაპარაკებებს სხვადასხვა, მათ შორის „ლაქშარი“ ბრენდებთან,რომელთა დასახელებაც იმ პერიოდისთვის არ შეეძლო.
2024 წლის ივლისში Armani-მ, Wolford-მა, Zadig & Voltaire-მა „თბილისის აუთლეთ ვილიჯთან“ იჯარის ხელშეკრულება გააფორმეს. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები „თბილისის აუთლეთ ვილიჯში“ იქნებიან წარმოდგენილი.
პროექტის თავდაპირველი ინვესტიცია 70 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მოგვიანებით ეს თანხა 100 მილიონამდე გაიზარდა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯის“ პირველი ფაზა 2024 წლის დეკემბერში უნდა გახსნილიყო. სავაჭრო ცენტრი 12 500 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი 20 000 კვადრატულ მეტრამდე გაფართოვდება.