“დასავლეთის ელჩი რომ არავინ ხვდება, ვატიკანის ელჩთან შეხვედრას აპიარებენ. ვატიკანს ურთიერთობა აქვს რუსეთთანაც, აწ უკვე წაქცეულ ასადთანაც და ყველასთან, ასეთია მისი პოლიტიკა.
ამას აპიარებენ. უნგრეთის და სლოვაკეთის ელჩებსაც შეხვდება. მერე დაიწყება თურქმენეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.
ასე გამოიყურება იზოლაცია,” – – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე.