ნინო კალანდაძე: საქართველოში არსებობს ორი ტიპის ანუ მენტალობის ქართველი: საბჭოთა კორუფციონერი (გრუზინად წოდებული) და ევროპელი

News.ge 7 საათი წინ 6
ნინო კალანდაძე: საქართველოში არსებობს ორი ტიპის ანუ მენტალობის ქართველი: საბჭოთა კორუფციონერი (გრუზინად წოდებული) და ევროპელი
„ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, ნინო კალანდაძე:
საქართველოში არსებობს ორი ტიპის ანუ მენტალობის ქართველი: საბჭოთა კორუფციონერი (გრუზინად წოდებული) და ევროპელი. პირველს უნდა ბევრი ფული თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. შვილს უყიდოს მაგარი მანქანა, გაუშვას კარგ სასწავლებელში. მაგრამ, იცის რა, რომ პატარა და ღრიბ ქვეყანაში „დიდი მაყუთი“ მარტივად და არ იშოვება, ამას აკეთებს სხვისი შვილების ხარჯზე, სახელმწიფოსთვის მოპარვის, მასთან კორუფციულ თუ მის მიერ ნებადართულ კრიმინალურ გარიგებებში ჩართვით. ამ ტიპს ახასიათს მალვა. ნაქურდალის მალვა. მას არ უყვარს ღიაობა. მათ გამოიგონეს ცნება „ფული ტომარასა და ბალიშის პირში“, მათთვის შეიქმნა შავ ჯიპებზე დაბურული მინები, კუპეები რესტორნებში, სადაც მათ ვერ უნდა მოუსმინონ, „ქეშით“ ქეიფი მოკვდავებმა არ უნდა დაინახონ. ეს ხომ მათი ფულიცაა? ისინი დროდადრო ეკლესიებს აშენებენ, იმის შიშით, რომ ვიღაცა, სადღაც მაღლა, შესაძლოა, მათ ქურდობას თვალს ადევნებდეს და ცოდვების გამოსასყიდად ეს მცირედი შენაწირი ინვესტიციად უღირთ, ეგებ, დროებით, უკეთ დაეძინოთ კიდეც.
მეორე ტიპის, ევროპული იდენტობის, ქართველსაც უნდა ჰქონდეს ბევრი ფული, თავისთვის და თავისი ოჯახისთვის. შვილს უყიდოს, რაც სჭირდება და კარგ სასწავლებლებში ასწავლოს. მაგრამ არა სხვისი შვილების ხარჯზე. ის სახელმწიფოს არ პარავს. ის მას გადასახადს უხდის, რომ უფრო ძლიერი სახელმწიფო ჰქონდეს, სადაც ყველას შვილი დაცულია და ყველას, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღწევა შეუძლია. ამ ტიპს უყვარს ღიაობა. დასამალიც არაფერი აქვს. თუ არ სჭირდება, უფრო პატარა და ფერადი მანქანით გადაადგილდება. მაშინაც კი, როცა დიდის ყიდვაც შეუძლია. ის დადის ფეხით, შედის ღია კაფეებში, ასეირნებს შვილებს, დაყავს ისინი ისტორიული ძეგლების სანახავად და ეკლესიაში სანთელს მისი ქვეყნის უკეთეს მომავალს უნთებს.
საბოლოო ჯამში, ყველას თავისი არჩევანი აქვს რას ასწავლის შვილს, საზოგადო ქცევისა და მორალის რა მოდელს დაანახებს მას, რა კვალს დატოვებს ამ ქვეყნად და დატოვებს თუ არა საერთოდ რამე კვალს
სრულად წაიკითხეთ სტატია