რომში, პარიოლის რაიონში
ბინაში შეღწევის
მცდელობისა და დიდი
რაოდენობის
ძვირფასეულობის ქურდობის
ფაქტზე საქართველოს 2
მოქალაქე
დააკავეს.ადგილობრივი
მედიის ინფორმაციით,
დაკავება 21 აპრილს მოხდა -
რომის პოლიციამ
დამნაშავეები ერთ-ერთ
კორპუსში, საცხოვრებელი
ბინის კარის ხელსაწყოებით
გაღების პროცესში
დააკავა.ჩხრეკის შედეგად,
რომის პოლიციამ
დაკავებულთა სახლიდან,
მოპარული ნივთებით სავსე 6
ჩემოდანი ამოიღო - მათ
შორის ძვირადღირებული
საათები, ოქროს სამკაულები
და დიზაინერული სამოსი
(ნივთების ღირებულება
ჯამში, 200 ათას ევროზე
მეტია).ამავე ბინაში
პოლიციამ საქართველოს 3
მოქალაქე აღმოაჩინა,
რომლებიც ადგილობრივი
მედიის თქმით, წარსულში
იგივე დანაშაულების გამო
იყვნენ ნასამართლევი, ხოლო
ამჯერად მოპარულ ნივთებს
აგროვებდნენ.მედიის
ცნობით, გამოძიება
გრძელდება სხვა
ძარცვებთან კავშირის
დასადასტურებლად.