შინაგან საქმეთა
მინისტრმა, გეკა გელაძემ,
მოადგილეებთან და 2008 წლის
აგვისტოს
რუსეთ-საქართველოს ომის
დროს, სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულებისას
დაღუპული პოლიციელების
ოჯახის წევრებთან ერთად,
სამინისტროს ეზოში
არსებული მემორიალი
გვირგვინით
შეამკო.საქართველოს
ერთიანობისთვის დაღუპული
პოლიციელების ხსოვნას
პატივი მიაგეს და
მემორიალი ყვავილებით
შეამკეს შინაგან საქმეთა
სამინისტროს
დეპარტამენტების
ხელმძღვანელებმაც.გეკა
გელაძემ, დაღუპულ
პოლიციელთა ოჯახის
წევრებთან შეხვედრა
გამართა და აღნიშნა, რომ
სამინისტრო მუდმივად
იქნება გმირი
პოლიციელების ოჯახის
წევრების გვერდით. მისი
თქმით, საქართველოს
ერთიანობისთვის ბრძოლაში
დაღუპული პოლიციელების
მიერ გაწეული ღვაწლი
ქვეყნის წინაშე
ფასდაუდებელია.გეკა
გელაძე, ასევე, იმყოფებოდა
განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის ბაზაზე.
შინაგან საქმეთა
მინისტრმა, დეპარტამენტის
თანამშრომლებთან და
მოადგილეებთან ერთად,
საქართველოს
ერთიანობისთვის ბრძოლაში
დაღუპული თანამშრომლების
ხსოვნისადმი მიძღვნილი
მემორიალი გვირგვინით
შეამკო და მათ ხსოვნას
წუთიერი დუმილით პატივი
მიაგო. დაღუპულთა სულების
მოსახსენიებელი პანაშვიდი
აღევლინა.2008 წლის
აგვისტოში,
რუსეთ-საქართველოს ომის
დროს, შინაგან საქმეთა
სამინისტროს 19
თანამშრომელი დაიღუპა.