ეზოთერიკოსი, გოგა მანია,
ხშირად უზიარებს
„პრაიმტაიმის“ მკითხველს,
მნიშვნელოვან თემებს.
ამჯერად, ჩვენთან საუბარში,
დარიჩინის ჩხირებზე
ამახვილებს ყურადღებას და
გასწავლით, თუ როგორ უნდა
გაასუფთაოთ მისი
გამოყენებით სახლის
აურა.„დარიჩინის ჩხირებს,
ბევრი სასარგებლო თვისება
აქვს, მას ასევე სახლის
აურის გაწმენდაშიც
იყენებენ. შეგიძლიათ, აიღოთ
დარიჩინის ჩხირი, ცეცხლი
მოუკიდოთ მას და სახლის
აურა გაასუფთაოთ, რადგან
ის, თვითონ არის ცეცხლის
ენერგია, გარდა იმისა, რომ
ეს ასუფთავებს ნეგატივს
სახლიდან, ამავდროულად, მას
შეუძლია, ფინანსური კუთხით
ადამიანის გაძლიერება,
ასევე ძალიან კარგია,
პატარა ნატეხის საფულეში
მოთავსება.როგორ ვწმენდთ
სახლის აურას, - შეგიძლიათ,
აიღოთ ცოტა ყავა, ყავისფერი
შაქარი და დარიჩინი, ესენი
აურიეთ ერთმანეთში და
ცეცხლი მოუკიდოთ. კვამლი
შემოატარეთ მთელს სახლს, ეს
თან დაცვაა, თან ფინანსური
კეთილდღეობა და
წარმატებისკენ სვლა.
მთავარია, ამის გჯეროდეთ.
ამას მე თვითონ ვაკეთებ და
ტაროს კარტსაც კი ვწმენდ“,-
თქვა გოგა მანიამ
„პრაიმტაიმთან“.