[VIDEO] “ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ – მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა

News.ge 4 დღის წინ 3
[VIDEO] “ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ – მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში “ლიონმა” “მარსელი” 1:0 დაამარცხა. მატჩს ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძეც, მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ფორვარდი კარიერას “ვილიარეალში” გააგრძელებს.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მოედანზე შევიდა და “ლიონს” დაემშვიდობა.
“ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ. როგორც აქამდე ვამბობდი, მსურდა, რომ აქ ჩემი კვალი დამეტოვებინა. თუმცა ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, საოცარი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გყავთ. მადლობა სიყვარულისთვის, რომელიც ჩემდამი გამოიჩინეთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, Geo Team-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტს გააფორმებს და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის ესპანურ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება და ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს.
· ხვიჩა მაგარია! 20 წლის მერე, კარიერის დასრულებას რო გადაწყვეტ, შეგიძლია დაბრუნდე რეალიდან კვლავ ლიონში, ჟორჟ!!!
[VIDEO] “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა – ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
“მიქაუტაძეს წასვლა არ სურს, არც “ლიონს” სურს მისი გაყიდვა, მაგრამ…” – ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ქართველზე ისაუბრა
“ვილიარეალი” 30 მილიონს იხდის, მაგრამ ბოლოს შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს” – რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
“მეფე ჟორჟმა” გადაწყვეტილება შეცვალა და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადავა

სრულად წაიკითხეთ სტატია