UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში ისტორიულ გამარჯვებას PSG და „წყალი მთის“ ერთობლივად აღნიშნავენ

News.ge 4 დღის წინ 1
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში ისტორიულ გამარჯვებას PSG და „წყალი მთის“ ერთობლივად აღნიშნავენ

2025 წლის UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაში პირველ, ისტორიულ გამარჯვებას Paris Saint-Germain და „წყალი მთის“ ერთობლივად აღნიშნავენ.
Paris Saint-Germain-მა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება აღნიშნა პოსტერით, რომელზედაც კლუბის და რეგიონალური პარტნიორის „წყალი მთის“ ლოგოებია.
უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენს” და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, კონკრეტულად კი ქართული წლის ბრენდ „მთის“ პარტნიორობა 2025 წლის დასაწყისში დაიწყო და 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ყველაზე ძვირად ღირებული ფრანგული კლუბის შეფასებით, ქართულ ბრენდთან პარტნიორობა ახალი ნაბიჯია ქართველ გულშემატკივართან ურთიერთობების განვითარების გზაზე. თან მაშინ, როცა საქართველოში Paris Saint-Germain-ის მიმართებით მხარდაჭერა მზარდია.

ქართულმა ბრენდმა „წყალი მთის“ საგანგებოდ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, Paris Saint-Germain-თან საერთო ლოგოთი მომხმარებელს ლიმიტირებულ შეფუთვას შესთავაზა. მაისის ბოლოდან ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია სპეციალური ეტიკეტით გაფორმებული ბოთლები, რომლებზეც ორივე ბრენდის ლოგოა გამოსახული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს მიზნად ისახავს მომხმარებელთან ემოციური კავშირისა და სპორტული თანამონაწილეობის გაძლიერებას.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს მილანის „ინტერი“ და პარიზული „პსჟ“ დაუპირისპირდნენ გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს დარჩა. ფრანგები ანგარიშით 5-0 იმარჯვეს და ისტორიაში პირველად ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო თასს დაეუფლნენ. ფინალურ შეხვედრაში რიგით მეოთხე გოლი ს ანგარიშზეა. ამ მიღწევით გახდა პირველი ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

სრულად წაიკითხეთ სტატია