
ტრამპი მიიჩნევს, რომ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ – Bloomberg
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, ტერიტორიების გაცვლის საკითხის განხილვის სანაცვლოდ, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შანსები არსებობს და ამის შესახებ მან ევროპელ ლიდერებს სატელეფონო საუბრისას უთხრა. ევროპელ ლიდერებთან საუბარი მოსკოვში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ შედგა.
აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ამერიკელებისგან საკმაოდ მისაღები წინადადება მოისმინეს. კრემლში ადასტურებენ, რომ დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება.