საქართველოში
საპარლამენტო არჩევნების
შემდეგ განვითარებულმა
მოვლენებმა, სამწუხაროდ,
კიდევ ერთხელ გამოავლინა
რეგიონში მყიფე ბალანსის
არსებობა, – ამის შესახებ
თურქეთის საგარეო საქმეთა
მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა,
თურქეთის დიდ ეროვნულ
ასამბლეაში სიტყვით
გამოსვლისას
განაცხადა.თურქეთის
საგარეო უწყების
ხელმძღვანელის თქმით,
მესამე მხარის ჩართულობამ
შეიძლება, კიდევ უფრო
გაართულოს საქართველოში
განვითარებული
მოვლენები.„წელს ჩვენ
მივაღწიეთ მნიშვნელოვან
პროგრესს 3+3 რეგიონული
თანამშრომლობის
პლატფორმის შემუშავებასა
და
ინსტიტუციონალიზაციაში,
რაც არის რეგიონული
პასუხისმგებლობის ჩვენი
გაგების გამოვლინება
კონკრეტული პროექტების
მეშვეობით“, – აღნიშნა
ჰაკან ფიდანმა.თურქეთის
საგარეო საქმეთა
მინისტრის განცხადებით,
აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის მშვიდობის
უზრუნველყოფის პროცესი
ბოლო ეტაპზეა.თურქეთის
საგარეო უწყების
ხელმძღვანელის თქმით,
ანკარა მხარს უჭერს
სამშვიდობო პროცესს ბაქოს
და ერევანს შორის.„სამხრეთ
კავკასიის რეგიონში
მშვიდობის იმედის სხივი
არსებობს, რაც ჩვენი
ქვეყნისთვის
გადამწყვეტია. ჩვენ
აზერბაიჯანსა და სომხეთს
შორის მშვიდობის
უზრუნველყოფის ბოლო
ეტაპზე ვართ. მშვიდობის
მიღწევა რეგიონს
განავითარებს და ახალ
შესაძლებლობებს მოუტანს.
თურქეთი მხარს უჭერს ყველა
ძალისხმევას ამ პროცესში.
ჩვენი ქვეყანა მხარს უჭერს
მოლაპარაკებებს, რომლებიც
მიმდინარეობს ორმხრივ
საფუძველზე მხარეებს
შორის შუამავლების
გარეშე“, – განაცხადა ჰაკან
ფიდანმა.