არჩილ გორდულაძე - რასა იუკნევიჩიენეს ქართველი ხალხი არ უყვარს, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქართველ ხალხს ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს

Primetime.ge 2 საათი წინ 3
არჩილ გორდულაძე - რასა იუკნევიჩიენეს ქართველი ხალხი არ უყვარს, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქართველ ხალხს ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს
რასა იუკნევიჩიენეს ქართველი ხალხი არ უყვარს, მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, წყალს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.მისი თქმით, ბალტიისპირელმა პოლიტიკოსმა ქართველ ხალხს ფაშისტური და ბოლშევიკური განცხადებების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.„ევროპული ფონდებიდან საქართველოში ზიზღის კამპანიები ფინანსდება. ერთ-ერთია რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ბალტიისპირელი პოლიტიკოსია, რომელსაც ქართველი ხალხი არ უყვარს და მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადგან წყალს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამენ. საბოლოო ჯამში, ეს ადამიანი შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს და ანათემას გადაგვცეს. როდესაც ქართველ ხალხზე განცხადებას გააკეთებს, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომელიც ფაშისტური და ბოლშევიკურია. ამ განცხადებებს ევროპამ, საქართველომ და, მათ შორის, ბალტიისპირეთმაც უთხრა უარი, როცა საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა“, – განაცხადა არჩილ გორუდლაძემ.ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება, მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“.
სრულად წაიკითხეთ სტატია