ჰააგის სისხლის სამართლის
სასამართლოსთან
სააკაშვილის ხელისუფლების
მხრიდან თანამშრომლობაზე
უარის შესაძლო შედეგებზე
ისაუბრა პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა, კომისიის
მდივანმა სოზარ სუბარმა
2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმისა და რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირების საქმიანობის
შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე.როგორც კომისიის
მდივანმა აღნიშნა, უარი
ჰააგის სასამართლოსთან
თანამშრომლობაზე,
ცალსახად ნიშნავდა
წაგებას, რასაც შესაძლოა
მოჰყოლოდა ქართველი
სამხედროების და არა
ოკუპანტების
გასამართლება.„რაც
შეეხება ჰააგის სისხლის
სამართის სასამართლოს,
მასთან არ თანამშრომლობდა
სააკაშვილის ხელისუფლება,
რაც გარანტირებულ წაგებას
ნიშნავდა. გარანტირებული
წაგება კი ნიშნავდა იმას,
რომ სისხლის
სამართლებრივი დევნა
დაიწყებოდა არა
საოკუპაციო რეჟიმის
წარმომადგენლებზე, არამედ
ჩვენი თანამოქალაქეების
მიმართ. ესენი კი, შეიძლება
ყოფილიყვნენ სამხედროები,
ჯარისკაცები და
პოლიტიკური თანამდებობის
პირებიც.ამის თავიდან
აცილება მოახერხა კიდეც
ჩვენმა ხელისუფლებამ იმით,
რომ მოგროვდა ყველა ის
მტკიცებულება, რომელთა
მოგროვებას არც კი
აპირებდა წინა
ხელისუფლება,“ - განაცხადა
სოზარ სუბარმა.