ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ლანჩხუთში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილია წარდგენილი, ოზურგეთში - პაატა კუნჭულია, ხოლო, ჩოხატაურში - მინდია ჟღერია
2 საათი წინ
3
პრემიერ-მინისტრმა და
პარტია „ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძემ, გურიის
მუნიციპალიტეტების
მერობის კანდიდატები
დაასახელა.მისი
განცხადებით, ლანჩხუთის
მერობის კანდიდატი
მოქმედი მერი, ალექსანდრე
სარიშვილი იქნება.
„გურიაში, მოქმედ მერს -
ალექსანდრე სარიშვილს
წარვადგენთ ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტში.
ოზურგეთში ჩვენი მერობის
კანდიდატი იქნება
წარმატებული ლექტორი და
მენეჯერი - პაატა კუნჭულია,
ხოლო ჩოხატაურში,
ჩოხატაურის მერის მოქმედი
მოადგილე - მინდია ჟღერია.“ -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.