საქართველოს ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია
გერმანიაში, ბერლინში
საერთაშორისო ტურისტულ
გამოფენაზე 20-მდე კერძო
კომპანიასთან ერთად არის
წარდგენილი. ინფორმაციას
ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაცია
ავრცელებს.მსოფლიოში
ყველაზე დიდ ტურისტულ
გამოფენაზე საქართველოს
წარდგენის მნიშვნელობაზე
საუბრობს „ჯორჯიან
ბასის“წარმომადგენელი
შალვა ხუციშვილი.„ITB
საერთაშორისო გამოფენაზე
საქართველო ყოველთვის
მონაწილეობს და ძალიან
მნიშვნელოვანია. ჩვენც
ყოველწლიურად
ვმონაწილეობთ, ITB-ზე
ვხვდებით ბევრ პარტნიორს,
ძირითადად ეს ევროპული
სეგმენტია, ველოდებით ბევრ
მოგზაურს. საქართველოს
მიმართ დაინტერესება
დიდია, მთავარია სწორი
პროდუქტი მივაწოდოთ,
ამისთვის ბევრი კომპანია
ვცდილობთ მაქსიმალურად
მოვიზიდოთ სტუმრები
ევროპიდან
საქართველოში.წელს
პირადად ჩვენ ძალიან კარგი
სიახლე გვაქვს, რამდენიმე
ჩარტერული ფრენა ემატება
საქართველოს, როგორც
ქუთაისის აეროპორტში,
ასევე ბათუმში. ზოგადად
ევროპული ტურისტების
მხრიდან მზარდი მოთხოვნაა
საქართველოზე და იმედი
გვაქვს სწორედ აქ
ჩატარებული შეხვედრები,
მათ შორის ჩვენ
პარტნიორებთან ან
გაცნობილ ახალ
პარტნიორებთან ნაყოფს
გამოიღებს და მომდევნო
წლებში უფრო მეტი სტუმარი
გვეწვევა
საქართველოში“-განაცხადა
შალვა
ხუციშვილმა.წლევანდელ ITB
Berlin-ზე 190 ქვეყანაა
წარდგენილი, გამოფენას 100
ათასზე მეტი ვიზიტორი
სტუმრობს. ITB Berlin-ის
გამოფენაში 5600 ტურისტული
კომპანია და ორგანიზაცია
მონაწილეობს.