ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მინისტრი მიხეილ
სარჯველაძე ჩხობაძის
სახელობის კლინიკის
უმცროს ექიმებსა და
სამედიცინო პერსონალს
შეხვდა. ინფორმაციას ამის
შესახებ ჯანდაცვის
სამინისტრო
ავრცელებს.უწყების ცნობით,
შეხვედრაზე ის ცვლილებები
განიხილეს, რომელიც უმცროს
ექიმებს სერტიფიცირების
საშუალებას აძლევს და
ამავდროულად, ხელს უწყობს
დეფიციტური პროფესიების
შევსებას.„მკაცრადაა
განსაზღვრული კონტროლის
მექანიზმები,
სასერტიფიკაციო გამოცდაზე
გასვლისთვის, უმცროს ექიმს,
წარმატებით უნდა ჰქონდეს
ჩაბარებული
საკვალიფიკაციო გამოცდა,
შესაბამისი სტაჟი, უნდა
წარმოადგინოს შესრულებული
სამუშაოს დეტალური
ანგარიში, მათ შორის
გატარებული პაციენტების
რაოდენობა, ჩატარებული
ჩარევები, ასისტენცია
ოპერაციებზე და სხვა.
საბოლოოდ, პროფესიული
განვითარების საბჭო
ინდივიდუალურად
განიხილავს თითოეული
კანდიდატის საკითხს და
მიიღებს გამოცდაზე მისი
დაშვების
გადაწყვეტილებას.როგორც
ექიმებმა, ასევე, უმცროსმა
სამედიცინო პერსონალმა
აღნიშნული ცვლილება
დადებითად შეაფასეს. მათი
თქმით, ეს გადაწყვეტილება
საშუალებას მისცემს
გამოცდილ უმცროს ექიმებს,
კლინიკებს მნიშვნელოვანი
მხარდაჭერა
გაუწიონ.მიხეილ
სარჯველაძემ აღნიშნა, რომ
სახელმწიფო ცნობს იმ
ადამიანების შრომას, ვინც
დეფიციტურ დარგებში,
წლებია, ემსახურება
მოსახლეობას და განაცხადა
რომ, ეს არის რეალური
პრაქტიკული გამოცდილების
აღიარება. მისი თქმით,
გადაწყვეტილება
ემსახურება, გეოგრაფიულად,
თანაბარ წვდომას,
კვალიფიციურ სამედიცინო
მომსახურებაზე.
განსაკუთრებით კი –
რეგიონებში, სადაც
დეფიციტი
მწვავეა.ცვლილების
მიხედვით, დეფიციტურ
სპეციალობებში,
დასაქმებულ უმცროს
ექიმებს, ვინც ერთიანი
დიპლომისშემდგომი
საკვალიფიკაციო გამოცდა
უკვე ჩააბარეს და
კლინიკაში, რეზიდენტურის
პროგრამით განსაზღვრული
ვადით მუშაობენ, 2026 წლის 1
ოქტომბრამდე, ეძლევათ
შესაძლებლობა, სახელმწიფო
სასერტიფიკაციო გამოცდაზე
გავიდნენ და მიიღონ
დამოუკიდებელი საექიმო
საქმიანობის
უფლება.შეხვედრას
პარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ზაზა
ლომინაძე ესწრებოდა“, –
ნათქვამია ჯანდაცვის
სამინისტროს გავრცელებულ
ინფორმაციაში.