ჯო უილსონი აქტივისტებისა და ოპოზიციის დარბევაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს

Civil Georgia 3 კვირის წინ 26
ჯო უილსონი აქტივისტებისა და ოპოზიციის დარბევაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განცხადება გაავრცელა „დე-ფაქტო საქართველოს ხელისუფლების“ მიერ ქართველი აქტივისტების, აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების  დარბევის საპასუხოდ, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა პერსონალური სანქციები დაუწესონ „თბილისის მერს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და ყველა სხვა პასუხისმგებელ თანამდებობის პირს“.

„საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია უკუაგდო და ახლა საკუთარ სახლებსა და სამსახურებში უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება დაიწყო. არ შეცდეთ: „ქართული ოცნება“ კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს“, – აცხადებს უილსონი და დასძენს, რომ „აშშ-ის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა მოახდინოს რეაგირება, რათა დასაჯოს უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში ჩართული პირები“.

აშშ-ის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ აშშ ახლა არ იმოქმედებს, „ქართული ოცნება გააგრძელებს თავისი ძალადობის კამპანიისა და სისასტიკის ესკალაციას იმ ეტაპებამდე, რაც ათწლეულებია ქვეყანაში არ გვინახავს. სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც ამ დარბევის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებსაც, იგივე გააკეთონ“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია