ერთი რამ ნამდვილად შედგა -
მისი სახელი უკავშირდება
გადაწყვეტილების მიღების
უნარს, ყველა ხედავს, რომ ეს
არის ადამიანი, რომელსაც
გადაწყვეტილების მიღება
შეუძლია, - განაცხადა
ანალიტიკოსმა რომან
კაკულიამ გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ დონალდ
ტრამპის პრეზიდენტობის 100
დღის შეჯამებისას.მან
აღნიშნა, რომ მსოფლიო
წესრიგი იცვლება და ამ
ცვლილებაში ამერიკას და
აშშ-ს პრეზიდენტს
გადამწყვეტი როლი აქვს.„რა
თქმა უნდა, გაორმაგებულია
ინტერესი ყოველი მისი
სიტყვის, გადაწყვეტილების
მიმართ. დასახელდა
დაახლოებით 150
გადაწყვეტილება, რომელიც
პტრამპმა მიიღო. ერთი რამ
ნამდვილად შედგა - მისი
სახელი უკავშირდება
გადაწყვეტილების მიღების
უნარს, ყველა ხედავს, რომ ეს
არის ადამიანი, რომელსაც
გადაწყვეტილების მიღება
შეუძლია. თუმცა, ამ
გადაწყვეტილებათა შედეგი
რა იქნება, ბოლომდე
გარკვეული არ არის და
არაპროგნოზირებადი
ადამიანის სახელიც მოჰყვა
ამას.აქ იკითხება მისი
ხასიათის ის ნაწილი, რომ ის
ასე იწყებს - აკეთებს
მაქსიმალურ ზეწოლას, მერე
აკვირდება და თუ შემდეგ ამ
ზეწოლას არ მოჰყვება ისეთი
შედეგი, შეიძლება, შეაქოს
კიდეც და სხვა მხრიდან
შემოუაროს. ანუ ის ნაცადი
ტაქტიკით მოქმედებს.
ამიტომ ასეთი
შესაძლებლობების მქონე
ადამიანებისათვის მთლად
ახალი სტრატეგია არ არის“, -
აღნიშნა რომან კაკულიამ.