
ჯო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გააუქმა
ჯო ბაიდენმა კალიფორნიის ტყის ხანძრის გამო იტალიაში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ჯო ბაიდენი იტალიაში ვიზიტს 9-12 იანვარს გეგმავდა, სადაც რომის პაპს ფრანცისკეს, იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელასა და იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის უნდა შეხვედროდა.
„დღეს საღამოს, ლოს ანჯელესიდან დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეუქმებინა დაგეგმილი ვიზიტი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამჟამად ლოს ანჯელესსა და მეზობელ ვენტურას ოლქში ხანძრის, სულ მცირე, ექვსი კერა მძვინვარებს.
ხანძრის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ათობით კი დაშავდა. ევაკუირებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი.
1tv.ge