საქართველოს მოქმედი
მთავრობა ჩემში
აღფრთოვანებას იწვევს,
მისი საღი აზრისა და
პრაგმატიზმის გამო. ახლა
ჩემი ძალიან ღრმა
სკეპტიციზმი ეხება
აზერბაიჯანისა და
სომხეთის მთავრობებს,
იმიტომ რომ ისინი თამაშებს
თამაშობენ, ან შესაძლოა
შეერთებული შტატები და
ევროპა მათ გეოპოლიტიკური
მიზნებისთვის იყენებენ,
რომლებიც აზერბაიჯანისა
და სომხეთის ინტერესებს არ
შეესაბამება - განაცხადა
ამერიკელმა პროფესორმა
ჯეფრი საქსმა.მისი თქმით,
აშშ-ის ცენტრალური
სადაზვერვო სააგენტოს
დიდი ხნის პრაქტიკაა
რუსეთის ირგვლივ
საქმეებში ჩარევა და ახლა
ის ასევე ირანის
სამეზობლოში
იჭრება.„სწორედ ეს ხდება
ახლა და ეს ძალიან
სახიფათოა. ე.წ. დასავლეთი
კი მოდის და ზღაპრებს
უყვება ისეთ ქვეყნებს,
როგორებიცაა უკრაინა. უფრო
სწორად, მან გადააგდო
მთავრობა უკრაინაში, რათა
შესაძლებლობა ჰქონოდა
ზღაპრები მოეყოლა
რეჟიმისთვის, რომელიც 2014
წლის თებერვალში მოიყვანა
ხელისუფლებაში. ის მღერის
ზღაპარს: „ჩვენ
გადაგარჩენთ“. მე კი
სამხრეთ კავკასიაში
მეგობრებს ვეუბნები - რუკას
შეხედეთ. შეერთებულ
შტატები არ ზრუნავს
სამხრეთ კავკასიაზე. ისინი
თამაშობენ. ფრთხილად
იყავით. ბრიუსელი
აბსოლუტურად
არაკომპეტენტურია და
სასარგებლოს ვერაფერს
აკეთებს. ვწუხვარ, ამას რომ
ვამბობ, ევროკავშირის დიდი
გულშემატკივარი ვიყავი,
მაგრამ ევროკავშირს
სამხრეთ კავკასიაში
არაფერი ესაქმება. ეს ხომ
ევროპა არ არის“, - ამბობს
საქსი.