დღეს საქართველო არის
დამოუკიდებელი და
სუვერენული, როგორც
არასდროს, დღეს ჩვენი
პოზიციები არის ძლიერი,
ასეთ პირობებში, ჩვენ
გვაქვს იმის ფუფუნება, რომ
საზოგადოებას ვუთხრათ
სიმართლე ყველაფერთან, მათ
შორის, 2008 წლის ომთან
დაკავშირებით, – ამის
შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტებს
შინდისში განუცხადა.მისი
თქმით, საქართველოს მოუწია
თავდაცვით პოზიციაში
ჩადგომა.„2018 წელს ჩვენ
სალომე ზურაბიშვილს
ავუხსენით, რომ 2008 წლის
ომთან დაკავშირებით
სიმართლისთქმა არ იყო
მიზანშეწონილი,
გამომდინარე იქიდან, რომ
ჩვენ მოგვიწევდა
თავდაცვით პოზიციაში
ჩადგომა, გუნდში გვყავდა
ჩანერგილი ადამიანები.
გუნდში გვყავდა ჩანერგილი
ადამიანები. ასეთ
პირობებში არ იქნებოდა
სწორი სიმართლის თქმა და
ზუსტად ის მოხდა, რაც
ვუთხარით. გამომდინარე
იქიდან, რომ გუნდში გვყავდა
ჩანერგილი ადამიანები, მან
გააკეთა საპირისპირო,
უარყოფის განცხადებები.
ჩვენ მოგვიწია თავდაცვით
პოზიციაში ჩადგომა და
როგორც გახსოვთ, მთელი 2018
წლის საპრეზიდენტო
კამპანია იყო აგებული
სწორედ ამ თემაზე. რაზეც
გავაფრთხილეთ, ზუსტად ის
მოხდა. მაგრამ დღეს არის
სხვა ვითარება – დღეს
საქართველო არის
დამოუკიდებელი და
სუვერენული, როგორც
არასდროს, დღეს ჩვენი
პოზიციები არის ძლიერი,
ასეთ პირობებში, ჩვენ
გვაქვს იმის ფუფუნება, რომ
საზოგადოებას ვუთხრათ
სიმართლე ყველაფერთან, მათ
შორის, 2008 წლის ომთან
დაკავშირებით“, –
განაცხადა პრემიერმა.