ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოაგვაროთ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს შორის ყველაზე ცუდი ხარ - რას წერენ ფრანგები ემანუელ მაკრონის ქართველებისთვის განკუთვნილ ვიდეო მიმართვაზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 21
ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოაგვაროთ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტს შორის ყველაზე ცუდი ხარ - რას წერენ ფრანგები ემანუელ მაკრონის ქართველებისთვის განკუთვნილ ვიდეო მიმართვაზე
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ქართველი ხალხისადმი მიმართვას, რომელიც მაკრონის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა, ფრანგებიც ეხმიანებიან.ქართული ლიბერალური წრის მადლობების და მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თუ „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნის ფონზე, ფრანგი მოსახლეობა მაკრონს მოუწოდებს, ჯერ საკუთარი ქვეყნის საქმეებით დაკავდეს და სხვა ქვეყანაზე შემდეგ იფიქროს.„მიზანშეწონილი იქნებოდა, ჯერ საფრანგეთზე ვიფიქროთ, რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანება“; „ყველგან შენი ცხვირის ჩაყოფა, ანადგურებს სიცოცხლეებს“; „ჯერ ფრანგების პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, თქვენ არ ხართ ევროკავშირის პრეზიდენტი. საფრანგეთში ხალხის, ფერმერების ნებასაც კი არ სცემენ პატივს. ასე რომ თქვენგან არავის არაფერი აქვს სასწავლი"; „მას არ შეუძლია თავისი ქვეყნის მართვა და სურს საქართველოს მართვა“; „მაკრონ, მე-5 რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტსშორის ყველაზე უარესი ხარ“, - ვკითხულობთ ამ და მსგავსი შინაარსის სხვა კომენტარებს საფრანგეთის პრეზიდენტის ფეისბუქ-გვერდზე.საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ქართველი ხალხისადმი მიმართვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირველი წლისთავის წინა დღეს გაავრცელა.
სრულად წაიკითხეთ სტატია