ევროპარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტში
სიტყვით გამოსვლისას
ნიდერლანდელმა
ევროპარლამენტარმა რაინიე
ვან ლანშოტმა გაფართოების
საკითხებში ევროკომისარს,
მარტა კოსს კითხვით
მიმართა, თუ რა ზომები
გატარდება ქართველი
დემოკრატების
დასახმარებლად.საპასუხოდ,
მარტა კოსმა აღნიშნა, რომ
იგი ისურვებდა დღის
წესრიგში საქართველოს
უფრო მაღლა
დაყენებას.ამასთან,
ლანშოტის თქმით, აშშ-ის
არჩეული პრეზიდენტის,
დონალდ ტრამპის თეთრ
სახლში დაბრუნების ფონზე,
ევროპის გამოცდა
უსაფრთხოებაზე ზრუნვის
კუთხით საქართველოში
ხდება.„რამდენადაც ტრამპი
ბრუნდება თეთრ სახლში,
პირველი გამოცდა ევროპის
შესაძლებლობისთვის,
იზრუნოს საკუთარ
უსაფრთხოებაზე, ახლა
საქართველოში ხდება. უკვე
თვეებია ქართველი ხალხი
უპრეცედენტო რაოდენობითაა
მობილიზებული, რომ
გააპროტესტო რეჟიმი
რომელიც რუსეთს
უახლოვდება, ხალხის ნების
წინააღმდეგ, რადგან
საქართველოს დიდი
უმრავლესობა
პროევროპელია.მე თავად
მოვისმინე თბილისში გასულ
თვეს. ისინი ჩვენს
მხარდაჭერას ითხოვენ და
ჩვენ უნდა მივცეთ ის.
ვიმედოვნებ, რომ
საქართველო თქვენი
პრიორიტეტების სიის
სათავეში იქნება. როდესაც
აშშ-მა შემოიღო სანქციები
ოლიგარქი ივანიშვილის
წინააღმდეგ, საბჭო მხოლოდ
განიხილავს გეგმებს
ქართველი
მაღალჩინოსნებისთვის
დიპლომატიური პასპორტების
გაუქმებაზე. ეს სრულიად
არასაკმარისია. ამიტომ
ჩემი კითხვაა, რას
მოიმოქმედებთ სანქციების
დასაწესებლად? უჭერთ თუ არა
მხარს მოწოდებას ახალი,
დამოუკიდებელი არჩევნების
შესახებ, როგორც ეს
ევროპარლამენტმა გააკეთა
ბოლო რეზოლუციაში და კიდევ
რა სხვა ზომებს მიიღებთ
ქართველი დემოკრატების
დასახმარებლად“, –
განაცხადა ლანშოტმა.