საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის,
ლევან მაჭავარიანის
განცხადებით, ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის მისიასთან
მმართველი გუნდის
შეხვედრისას საქართველოში
მიმდინარე პროცესები
განიხილება.ლევან
მაჭავარიანი
დარწმუნებულია, რომ
შეხვედრები ძალიან
პროდუქტიული
იქნება."იქნება ძალიან
საინტერესო შეხვედრები, ამ
შეხვედრებზე ჩვენ
განვიხილავთ მიმდინარე
პროცესებს. განვიხილავთ იმ
გარემოს, რაშიც ახლა
საქართველო იმყოფება, თუ რა
გამოწვევების წინაშე დგას,
რა პროგრესი განიცადა
საქართველომ, რა ტიპის
ხელოვნურად შექმნილი
აჟიოტაჟია და ა.შ.გვექნება
ძალიან პარტნიორული,
გულწრფელი საუბარი, სადაც
ისინიც წარმოადგენენ
თავიანთ პოზიციებს რაღაც
საკითხებთან
დაკავშირებით, ჩვენც
ყველაფერს მოვუყვებით, რა
და როგორ მიმდინარეობს და,
დარწმუნებულები ვართ, ეს
შეხვედრები ძალიან
პროდუქტიული იქნება," -
განაცხადა ლევან
მაჭავარიანმა.შეგახსენებთ,
რომ თბილისში ევროსაბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის
მონიტორინგის მისია
იმყოფება.
თანამომხსენებლებმა - კლოდ
კერნიმ და ედიტ ესტრელამ
შეხვედრები უკვე დაიწყეს.
ევროსაბჭოს პრესრელიზში
ნათქვამია, რომ ვიზიტის
მიზანია შეფასდეს, როგორ
ასრულებს ვალდებულებებს
საქართველო, როგორც
ევროპის საბჭოს
წევრი.ამავე ინფორმაციით,
ეს არის რეგულარული
მონიტორინგის ვიზიტი და ის
არ უნდა განიხილებოდეს
როგორც პოლიტიკური
მხარდაჭერა ლეგიტიმურობის
ან იმ თანამოსაუბრეების
შეხედულებების მიმართ,
რომლებსაც
თანამომხსენებლები
შეხვდებიან.