მსოფლიო პოპვარსკვლავის,
ჯასტინ ტიმბერლეიკის
კონცერტზე დამსწრე
საზოგადოების
შეუფერხებელი
გადაადგილების მიზნით,
„დინამო არენას“
მიმდებარე ტერიტორიაზე
მოძრავი მუნიციპალური
ავტობუსების ნაწილი და
მეტრო გახანგრძლივებული
დროით იმუშავებს, – ამის
შესახებ თბილისის მერმა,
კახა კალაძემ
მუნიციპალიტეტის
მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე განაცხადა.მისი
თქმით, ტრანსპორტი
მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00
საათამდე
მოემსახურება.„კონცერტზე
დამსწრე საზოგადოების
შეუფერხებელი
გადაადგილების მიზნით,
„დინამო არენას“
მიმდებარე ტერიტორიაზე
მოძრავი მუნიციპალური
ავტობუსები და მეტრო,
გახანგრძლივებული დროით, 24
ივლისის 02:00 საათამდე
იმუშავებს. აღნიშნულ
პერიოდში ავტოტრანსპორტი
გადაადგილდება
ალტერნატიული
მარშრუტებით. კონცერტი 21:00
საათზე დაიწყება.
ავტობუსების მარშრუტების
შესახებ დეტალური
ინფორმაცია უკვე
გავავრცელეთ, თუმცა
დაინტერესებულ პირებს
მისი მოძიება თბილისის
მერიის ვებგვერდზე, ასევე,
სოციალურ ქსელში,
ტრანსპორტისა და ურბანული
განვითარების სააგენტოს
გვერდზე შეუძლიათ“, –
განაცხადა კახა
კალაძემ.მისივე თქმით,
„სთარინგ ჯორჯიას“ მიერ
დაგეგმილი კონცერტის გამო,
„დინამო არენას“
მიმდებარე ტერიტორიაზე
ავტოტრანსპორტის
მოძრაობაც შეიზღუდება.
შეზღუდვა 24 ივლისის 01:00
საათამდე იმოქმედებს.