ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა
კომიტეტმა
ეკომიგრანტთა/დევნილთა
საცხოვრებლით
უზრუნველყოფასთან
დაკავშირებული
პროგრამების და
უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
მყოფი მრავალშვილიანი
ოჯახების განსახლების
მიზნობრივი სახელმწიფო
პროგრამის მიმდინარეობის
შესახებ ინფორმაცია
მოისმინა.კომიტეტის
სხდომაზე საკითხი
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
მინისტრის მოადგილემ
გიორგი ცაგარეიშვილმა
წარადგინა.მან დეტალურად
ისაუბრა იმ საქმიანობაზე,
რომელსაც სახელმწიფო
ახორციელებს დევნილების,
ეკომიგრანტებისა და
უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
მყოფი მრავალშვილიანი
ოჯახების საცხოვრებელი
ბინებითა და სახლებით
უზრუნველყოფისათვის.მინისტრის
მოადგილის ინფორმაციით,
თბილისში, ქუთაისში,
ბორჯომში, ზუგდიდსა და
რუსთავში აქტიურად
მიმდინარეობს
დევნილებისათვის
კორპუსების მშენებლობის
პროცესი. ქუთაისში უკვე
მაისში დასრულდება სამი
კორპუსის მშენებლობა 720
დევნილი ოჯახის
განსახლების მიზნით.
სავარაუდოდ, ამ წლის
ბოლოსთვის მზად იქნება 11
კორპუსი დევნილი
ოჯახებისათვის თბილისში.
შემდეგ ეტაპობრივად
დასრულდება კორპუსები
რუსთავში, ზუგდიდსა და
ბორჯომში.როგორც გიორგი
ცაგარეიშვილმა აღნიშნა,
ბინების განაწილება
მკაცრად განსაზღვრული
კრიტერიუმებით
მოხდება.მისივე თქმით,
პარალელურად ხორციელდება
სოფლად სახლის შესყიდვის
პროექტი. ამ პროექტის
თანახმად, 2024 წელს 1 400 ოჯახი
განასახლეს სხვადასხვა
რეგიონში.მომხსენებელმა
ეკომიგრანტების
საცხოვრებელი სახლებით
უზრუნველყოფაზეც ისაუბრა
და განაცხადა, რომ არცერთი
ოჯახი არ დარჩა
კომპენსაციის
გარეშე.როგორც გიორგი
ცაგარეიშვილმა განაცხადა,
მთავრობის მიერ შარშან
დამტკიცდა
უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
მყოფი მრავალშვილიანი
ოჯახების განსახლების
მიზნობრივი სახელმწიფო
პროგრამა და დღეს უკვე
აქტიურად მიმდინარეობს
მისი განხორციელება.
კომისია რამდენიმე თვეა,
რაც მუშაობს და დღეისათვის
პროგრამის ფარგლებში
საცხოვრებელი უკვე
შეუძინეს 138 მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
მყოფ მრავალშვილიან ოჯახს.
ეს პროგრამა მომდევნო
წლებშიც
გაგრძელდება.ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარის, ზაზა
ლომინაძის განცხადებით,
მნიშვნელოვანია
მთავრობის, სამინისტროს
საქმიანობა იმ
მიმართულებით, რომ არცერთი
დევნილი, ეკომიგრანტი თუ
უსახლკარო/მძიმე
საცხოვრებელ პირობებში
მყოფი მრავალშვილიანი
ოჯახი არ დარჩეს
საცხოვრებლის
გარეშე.„მნიშვნელოვანია,
რომ მხოლოდ წელს 5 ათასი
ოჯახი მიიღებს ბინას.
დევნილებთან ერთად,
ყურადღების გარეშე არ
დარჩებიან არც
ეკომიგრანტები და არც
უსახლკარო მრავალშვილიანი
ოჯახები. ძალიან კარგი
პროექტია „სახლი სოფლად“,
როგორც დევნილებისათვის,
ასევე მრავალშვილიანი
ოჯახებისთვის. მთელი
ქვეყნის მასშტაბით ხდება
მათი განსახლება უსაფრთხო
გარემოში და საჭიროა მეტი
მუშაობა ამ მიმართულებით,
რათა სოფლად სახლის
შესყიდვის სურვილი კიდევ
უფრო მეტმა ოჯახმა
გამოთქვას“, - განაცხადა
ზაზა ლომინაძემ.სხდომაზე
კომიტეტმა აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს მიერ
წარმოდგენილი
„საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიიდან იძულებით
გადაადგილებულ
პირთა-დევნილთა შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის
თაობაზე“ კანონპროექტი
მეორე მოსმენით -
მუხლობრივად განიხილა და
მხარი
დაუჭირა.კანონპროექტი,
რომლის ინიციატორი
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოა, ეხება დევნილი
ოჯახის გრძელვადიანი
საცხოვრებლით
უზრუნველყოფის საკითხს იმ
შემთხვევაში, თუკი
საცხოვრებელ ფართზე
საკუთრების უფლების
რეგისტრაციამდე ოჯახის
წევრი გარდაიცვალა.
კანონპროექტი სხდომაზე
აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და
საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ
ვახტანგ ყოლბაიამ
წარადგინა.