შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა

Primetime.ge 1 საათი წინ 2
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის არარეზიდენტ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე.დადებითად შეფასდა საპარლამენტო კავშირები, მათ შორის, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის ხშირი გაცვლები.მხარეებმა, აგრეთვე, აღნიშნეს ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე. ყირგიზეთის ელჩის თქმით, საქართველოსა და ყირგიზეთს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ, რაც შუა დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის.შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, ყირგიზეთს გაუზიაროს რეფორმების კუთხით საქართველოს საუკეთესო გამოცდილება.პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა საქართველო-ყირგიზეთის ურთიერთობების განვითარებაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია