ექიმი, ჯაბა ზარქუა:
მაშინ როცა რეჟიმი იწყებს ფსიქიატრიის იარაღად გამოყენებას, ხმა უნდა ამოიღონ ფსიქიატრებმა.
არც ერთი ექიმი, რომელიც ამ მაიმუნობაში გაიხვევს თავს და პაციენტების “იძულებით” მკურნალობებზე მოაწერს ხელს, არ დაიმსახურებს არანაირ პროფესიულ პატივისცემას არასდროს.
რეჟიმი ამ ბოროტ კლოუნადას დიდი ხანი მართლა ვერ შეინარჩუნებს და ის ფსიქიატრები კი ვინც ამ გარყვნილებას შეასრულებენ, ვერანაირ პროფესიულ ღირსებას ვერ შეინარჩუნებენ!
ცნობისათვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.