ენათმეცნიერი მარინე ბერიძე:
მგონი რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, არის ფორმა 100-ის გამცემი კლინიკის განმარტება – კომენტარი, რამდენად გულისხმობს მათ მიერ გაცემული დასკვნა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას და თუ გულისხმობს, რატომ არ გაიცა რეკომენდაცია 2019 წ.
…
დიდი გამოცდის წინაშეა ქართული ფსიქიატრია.
იმედია, ქართული სასამართლოსავით არ შეირცხვენს თავს.
ცნობისათვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელისა და ადვოკატის, თამარ გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.