„ხუთივე დაღუპული ერთ განსასვენებელში...“ - საბერიოში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ

Primetime.ge 11 საათი წინ 3
„ხუთივე დაღუპული ერთ განსასვენებელში...“ - საბერიოში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ
საბერიოში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.რეგიონალური მედია საბერიოდან მძიმე კადრებს აქვეყნებს და წერს: „უმძიმესი ერთი წუთი საბერიოდან: ხუთივე დაღუპული ბავშვი ერთ განსასვენებელში და ანგელოზის ფიგურა ბავშვების ფოტოებთან, სასახლის თავზე“ შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.ინფორმაცია, რომ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, 8 იანვარს გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა 6 იანვარს იყო გამოცხადებული.
სრულად წაიკითხეთ სტატია