რომელი საკვები ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას - ენდოკრინოლოგის რჩევები

Primetime.ge 2 საათი წინ 2
რომელი საკვები ამცირებს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას - ენდოკრინოლოგის რჩევები
ენდოკრინოლოგი ლიკა თეთრაძე გადაცემაში "შუადღე" საუბრობს იმ საკვების შესახებ, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს:„რაც უფრო პროცესირებული ხორცია, სწრაფი ათვისების ნახშირწყლებია გამოყენებული, მით უფრო მავნეა პროდუქტი. მნიშვნელოვანია, სწორი ჩვევების ჩამოყალიბება ბავშვთა ასაკში მოხდეს. მაგალითად, კარტოფილი უმჯობესია, სახლში შევწვათ ან გამოვაცხოთ. როდესაც კარტოფილს სხვადასხვა დაწესებულებაში ვყიდულობთ, ის ხომ ბევრჯერ გადამწვარი ცხიმშია მომზადებული. აქ მხოლოდ იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ არ არის სასურველი კარტოფილი ყოველდღიურად, ჭარბად მივიღოთ. ასევე, მნიშვნელობა აქვს, როგორ არის ის მომზადებული.ასევე, ბურგერები, ვრეპები სახლში ისე მოვამზადოთ, რომ ნაკლებად მავნე იყოს. ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს, მაგრამ როცა იქნება, შედარებით, ჯანსაღად მოვამზადოთ. აუცილებლად უნდა განეიტრალდეს და მნიშვნელოვანია, უჯრედისით მდიდარი საკვები, ბევრი ბოსტნეული, სახლში დამზადებული საკვები მივიღოთ.მშობლებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ბავშვი რაც უფრო გვიან დაიწყებს მარილის, თეთრი შაქრის გამოყენებას, უკეთესია. ბავშვმა შესაძლოა, იშვიათად არაჯანსაღი საკვები მიიღოს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ გაზიანი სასმელი ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს.ბოსტნეული უჯრედისით მდიდარია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულსა და ხილს დიდი წილი უნდა ეჭიროს. კენკრას ცალკე გამოვყოფდი. მოცვი, ჟოლო ძალიან სასარგებლო და ანტიოქსიდანტებით მდიდარია. ასევე, კარგია მწვანე ჩაი".ვრცლად: 
სრულად წაიკითხეთ სტატია