ხმის მიცემის პროცესი
ზუსტად 8 საათზე დაიწყო
ახალციხის ოლქში, სადაც
არსებული ინფორმაციით
გახსნილია 28 საარჩევნო
უბანი.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
ტარდება. მოსახლეობა მე-11
მოწვევის პარლამენტს
ირჩევს. ამომრჩევლები
პარლამენტის 150 დეპუტატს
პროპორციული საარჩევნო
სისტემის საფუძველზე ოთხი
წლის ვადით
აირჩევენ.საქართველოს
პარლამენტის წევრთა
მანდატები განაწილდება იმ
პოლიტიკურ პარტიებზე,
რომლებიც არჩევნებში
მონაწილე ამომრჩეველთა
ნამდვილი ხმების 5 პროცენტს
მაინც მიიღებენ.