თავდაცვისა და უშიშროების
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველი
მოადგილე თენგიზ
შარმანაშვილი შვედეთის
პრემიერ-მინისტრის, ულფ
კრისტერსონის განცხადებას
ეხმაურება, რომლის
მიხედვითაც,
ევროინტეგრაციის
ფარგლებში უკრაინამ უნდა
დაუშვას ერთნაირსქესიანთა
ქორწინება და უზრუნველყოს
ლგბტ საზოგადოების სრული
სამართლებრივი
დაცვა.შარმანაშვილი
იხსენებს იმ დროს, როდესაც
საქართველოს
კონსტიტუციაში შევიდა
შესწორება და ქორწინების
ცნება დაკონკრეტდა. როგორც
დეპუტატი აღნიშნავს,
ოპოზიცია მაშინ აცხადებდა,
რომ ეს გამოგონილი თემები
იყო.მისივე თქმით,
დამტკიცდა, რომ ეს პრობლემა
არსებობს.„2017 წელს
კონსტიტუციაშიც კი
შევიტანეთ შესწორება და
დავაკონკრეტეთ რა არის
ქორწინება, რომ ეს არის
ქალისა და კაცის ერთობა.
მაშინ გახსოვთ ე.წ. ჩვენი
ოპოზიციის, სინამდვილეში
ულტრარადიკალური
ოპოზიციის ნარატივები?
ისინი ამბობდნენ, რომ ეს
გამოგონილი თემებია,
არავინ არავის არაფერს
სთხოვს, ამათმა თავისი
პოლიტიკური ბენეფიტების
მიღების მიზნით მოიგონეს
ეს თემა- ყალბი აღმოჩნდა?
ერთ-ერთ პირობად ერს,
რომელსაც აქვს ასი
ათასობით მსხვერპლი
გაღებული ევროპის
უსაფრთხოებისთვის, ხომ
თვითონვე ამბობენ, რომ
ჩვენს მაგივრად და ჩვენს
გამო იბრძვიან, რომელმაც
უზარმაზარი ნგრევა
განიცადა, მილიონობით
ლტოლვილი ჰყავს, იმას
შეიძლება დამატებით ეს
პირობა წაუყენო? გამოვიდეს
ყველა და თუ ასეთი
ვაჟკაცები და პირდაპირები
არიან და თავისი
ღირებულებების
დამცველები, თქვან, რომ არ
ვეთანხმებით
ხელისუფლებას, ჩვენ მომხრე
ვართ, კონსტიტუციაში
შევიდეს ცვლილება და
ერთნაირსქესიანთა
ქორწინება დაკანონდეს
კონსტიტუციით-თქვან, რატომ
ვერ ეუბნებიან
საქართველოს მოსახლეობას
ამას? იმიტომ, რომ ატყუებენ.
ეუბნებიან, რომ ეს პრობლემა
არ არსებობს. აგერ
დამტკიცდა, რომ არსებობს“,
– განაცხადა
შარმანაშვილმა.შვედეთის
პრემიერ-მინისტრმა, ულფ
კრისტენსონმა სოციალურ
ქსელში დაწერა: „უკრაინაში
ერთნაირსქესიან წყვილებს
არ შეუძლიათ ქორწინება, LGBTQI
თემის სრული
სამართლებრივი დაცვა
მნიშვნელოვანია უკრაინის
ევროკავშირთან
დაახლოებისთვის“.