ფოთში, მე-8 საარჩევნო
უბანზე, საკუთარი ხმა
ქალაქის მერმა ბექა
ვაჭარაძემ
დააფიქსირა.მისი
განცხადებით, მან ხმა მისცა
ქალაქის განვითარებას და
ქვეყნის მშვიდობიან
წინსვლას.“ხმა მივეცი ჩემი
ქალაქის განვითარების
გაგრძელებას, ჩემი ქვეყნის
მშვიდობიან წინსვლას. ხმა
მივეცი ჩემი ქალაქისთვის
ღირსეულ წარმომადგენელს,
ღირსეულ დელეგატს
პარლამენტში.
დარწმუნებული ვარ,
დღევანდელი დღე ფოთში
მშვიდად ჩაივლის და ასე,
მშვიდად გავაგრძელებთ
ჩვენი ხალხისთვის და
ქვეყნისთვის საქმის
კეთებას“, - განაცხადა ბექა
ვაჭარაძემ.დღეს
საქართველოში პარლამენტის
არჩევნები იმართება. წელს
ქვეყანაში პირველად
ტარდება საპარლამენტო
არჩევნები სრულად
პროპორციული წესით.
ამომრჩევლებს, საერთო
ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი
ემსახურება.